პროკურატურის განცხადებით, მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ზურაბ ფოფხაძეს ბრალი დაუმძიმდა.
მას ბრალი ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის (ძალადობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე.
უწყების ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობით, ზ.ფ. გადაყენებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
ამავე საქმეზე, 2020 წლის 8 იანვარს, ბრალდებულის სახით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა მოქალაქე ვ.ბ. და მასაც ბრალი ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის მუხლით (ძალადობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.
2 იანვარს თბილისში, ე.წ. დამპალოს სასაფლოს ტერიტორიაზე 24 წლის მურად წურწუმია მოკლეს.
პროკურატურის ვერსიით, „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, გარდაცვლილი მურად წურწუმია და მისი ძმა მუხრან ჩხვირკია ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე იყვნენ, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე და ვ. ბ.
პროკურატურის თქმით, მათ შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა ზურაბ ფოფხაძის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც სცემა წურწუმია და ჩხვირკია.
ხსენებულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ჩხვირკიამ წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მუხრან ჩხვირკიამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
დაკავებული ზურაბ ფოფხაძე შსს-ს თანამშრომელი იყო. პროკურატურის შუამდგომლობით, ის გადაყენებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
24 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
07 იანვარი, 2020