„მურუსიძე და ჩინჩალაძე სისტემის მსხვერპლნი იყვნენ" - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეები, მურუსძე და ჩინჩალაძე სისტემის მსხვერპლები იყვნენ.

„ბატონი მურუსიძე და ბატონი ჩინჩალაძე ახსენეთ, მაშინ ვინ შეეკითხებოდა ამ ადამიანებს. იყო საშინელი ზეწოლა ამ ადამიანებზე, ესენი იყვნენ სისტემის მსხვერპლი. უფრო მეტსაც გეტყვით, მას შემდეგ ამ ადამიანებმა სრული დამოუკიდებლობა აჩვენეს”. – უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

„მთელმა მოსამართლეთა დიდმა კორპუსმა, 300-მა მოსამართლემ აირჩია ეს ადამიანი. მათ თავად გადაწყვიტეს, ჩვენ არავითარი მონაწილეობა არ მიგვიღია ამ პროცესში” – ამბობს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაიჭირა სწორი, სახელმწიფოებრივი პატრიოტული პოზიცია – „მათ მადლობა მინდა გადავუხადო და გვერდში დგომა მინდა აღვუთქვა თითოეულ მოსამართლეს, როგორც რიგითმა მოქალაქემ და არა როგორც პარტიის წარმომადგენელმა ამ სწორი, სახელმწიფოებრივო, პატრიოტული პოზიციისთვის. 300 მოსამართლეს ვერ მოერევა ვიღაც NGO, ეს ადამიანები საკუთარ ბედს თავად გადაწყვეტენ“ – თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ ლევან მურისიძე და მიხეილ ჩინჩალაძე, გასულ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატების მიერ  სანქცირებულ საქართველოს 4 მოსამართლეს შორის არიან

„აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ” – აცხადებდა მაშინ სახელმწიფო დეპარტამენტი.