მუშაობდა ადამიანი იქ და ყოველდღე ვხედავდი - ჩუგოშვილი ყანდიაშვილზე

პუბლიკა

„ვერ წარმოვიდგენდი, თუ იტყოდნენ, რომ ადამიანს 2014 წლიდან შეხება არ ჰქონია, როცა ყოველდღე ვხედავდი”, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი და პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი „TV პირველის“ ეთერში უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას კოკა ყანდიაშვილზე.

ჩუგოშვილის თქმით, გაკვირვებულია მდინარაძის განცხადებით, სადაც მან აღნიშნა, რომ კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი არ აქვს.

„ძალიან გაკვირვებული ვარ, [ამგვარი განცხადების] გარდა, ყველაფერს ველოდი. ნამდვილად არ ველოდი ამას, რაზეც მამუკამ ისაუბრა. იმიტომ, რომ მუშაობდა ადამიანი იქ და ვხედავდი. წაროუდგენელია, სიტყვებს ვერ ვპოულობ. მუშაობს ადამიანი და მერე უცებ აღმოჩნდა, რომ მელანდებოდა წლების განმავლობაში. ამას არ ველოდი ნამდვილად”, – თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

„სოცქსელებთან და ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი რამ მომდის თავში, რომ სხვის თვალში ბეწვს ეძებ და საკუთარში დირეს ვერ ხედავ. ათასობით ყალბ ანგარიშს რომ გიუქმებენ და უცებ ეძებ, ვისკენ გაიშვირო ხელი…

ძალიან გაკვირვებული ვარ. ამის გარდა, რაზეც მამუკამ ისაუბრა, ყველაფერს ველოდი. მუშაობდა იქ ადამიანი, ვხედავდი და წარმოუდგენელია, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ადამიანი მუშაობს და უცებ აღმოჩნდა, რომ მელანდებოდა წლების განმავლობაში. ამას არ ველოდი ნამდვილად”, – თქვა მან „ტვ პირველის“ ეთერში.


„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ facebook-ის ადმინისტრაციის მიერ საქართველოში ასობით ყალბი გვერდის წაშლაზე განცხადება გააკეთა.

მან ასევე ისაუბრა კოკა ყანდიაშვილზე, რომელიც „ეSპერსონას“ დამფუძნებელია.  მდინარაძის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილს  „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი არ აქვს.

„ამ ადამიანს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური შეხება 2013-2014 წლიდან  აღარ აქვს. ყველამ იცის  და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და კიდევ უფრო მეტად ის ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“- განაცხადა დღეს მამუკა მდინარაძემ.