საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს ქუთაისში რკინიგზის 2 თანამშრომლის დაღუპვაზე.
კომპანიის ცნობით, შემთხვევა ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა – დაიღუპა საქართველოს რკინიგზის 2 თანამშრომელი, ელენტრომონტიორები. ასევე, დამწვრობა მიიღო ერთმა ელექტრომონტიორმა.
მათი თქნმით, კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური.
როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.