მუშევანიდან, სადაც შეხლა-შემოხლა მოხდა, ინფიცირებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს

პუბლიკა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი დღეს სოფელ მუშევანში იმყოფებოდნენ.

ამ სოფელში გუშინ ადგილობრივები სოფელში ინფიცირებული პაციენტების გადასაყვანად ჩასულ პოლიციის თანამშრომლებსა და სოფლის რწმუნებულს დაუპირისპირდნენ.

„მერისა და მაჟორიტარი დეპუტატის უშუალო ჩართულობით, საკითხი მოგვარებულია. სოფელში მყოფი ინფიცირებული მოქალაქეები სამედიცინო ბრიგადებმა, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მეთვალყურეობით თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს”. – ვკითხულობთ მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

„ გუშინ სოფელში სამედიცინო პერსონალსა და მოსახლეობას შორის მცირედი გაუგებრობა მოხდა, ადგილობრივებთან საუბრის შემდეგ ყველაფერი დროულად გაირკვა. ინფიცირებული მოქალაქეები უკვე თბილისში არიან გადაყვანილები. სოფელში მყოფ მოსახლეობაზე კი მედიკოსები დაკვირვებას აწარმოებენ. მუშევანში ამ დროისთვის სტაბილური სიტუაციაა“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტს მერმა დავით შერაზადიშვილმა.