მუსიკალური ალბომები, რომელთა გამოშვებაც კორონავირუსის გამო გადაიდო

პუბლიკა

კორონავირუსის გამო, კინოპრემიერებისა და სპორტული ღონისძიებების გარდა, რამდენიმე მუსიკალური ალბომის გამოშვებაც გადაიდო.

„მჯერა, რომ ხელოვნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რამ არის ასეთ დროს ერთმანეთისთვის სიამოვნების მისანიჭებლად და განკურნებისთვის. უბრალოდ, სწორი არ მგონია, ასეთ ვითარებაში, გლობალური პანდემიის დროს ეს ალბომი გამოვუშვა“, – წერს ტვიტერზე Lady Gaga.

ალბომების ჩამონათვალი, სავარაუდოდ, გაიზრდება:

HAIM Women in Music Part III
ალბომი 24 აპრილს უნდა გამოსულიყო, თუმცა გაურკვეველი ვადით გადაიდო „მოგზაურობის შეზღუდვისა და კარანტინის გამო“. ბენდი იმედოვნებს, რომ ალბომს საფხულში გამოუშვებს.
JARV IS… [ჯარვის კოკერის ახალი პროექტი] Beyond the Pale
Pulp-ის სოლისტის ახალი ბენდის სადებიუტო ალბომის გამოშვება 1 მაისიდან 4 სექტემბრამდე გადავადდა.
LADY GAGA Chromatica
პოპვარსკვლავის ახალი ალბომი 10 აპრილს უნდა გამოსულიყო. ახალი თარიღი ამ დრომდე უცნობია.
DUA LIPA Future Nostalgia
მომღერალმა ალბომი 4 მარტის ნაცვლად დღეს, 27 მარტს გამოუშვა.
ვილი ნელსონი First Rose of Spring
ლეგენდარულმა ქანთრის შემსრულებელმა 70-ე ალბომის გამოშვების თარიღი 24 აპრილიდან 3 ივლისამდე გადაავადა.
კელი ლი ოუენსი Inner Song
უელსელი მუსიკოსის მეორე ალბომი 1 მაისის ნაცვლად 28 აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი.
THE PRETENDERS Hate for Sale
ბენდის მე-11 ალბომის გამოშვება 17 ივლისამდე გადაიდო.
SUFJAN STEVENS & LOWELL BRAMS Aporia
ალბომი 24 მარტის ნაცვლად დღეს, 27 მარტს გამოვიდა.