მწერალი ბორის აკუნინი (გიორგი ჩხარტიშვილი) რუსეთმა ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა.
რუსეთი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეყვანილ ადამიანებს უზღუდავს ფინანსური ტრანზაქციების შესაძლებლობას – იბლოკება მათი ყველა საბანკო ანგარიში, ვერ იღებენ ხელფასს და თვეში 10 ათას რუბლზე (111 აშშ დოლარი) მეტს ვერ ხარჯავენ. სიაში შეყვანამდე მათ წინააღმდეგ გამოძიება იწყება.
ექსტრემისტად გამოცხადებამდე ბორის აკუნინი „უცხო გავლენის აგენტად” გამოაცხადეს. თუმცა, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა.
სიაში შეყვანის შემდეგ გაირკვა, რომ მწერალს რუსეთის ხელისუფლება რუსული არმიის შესახებ „ფეიკების გავრცელებას” ედავება.
მწერალი ინგლისში, ლონდონში ცხოვრობს. რუსეთი გეგმავს, მასზე ძებნა გამოაცხადოს.