მწერალი სალმან რუშდი ნიუ-იორკში ცივი იარაღით დაჭრეს

პუბლიკა

ბუკერის მფლობელი სალმან რუშდი ნიუ-იორკში უცნობმა პირმა ცივი იარაღით დაჭრა. Associated Press-ის ცნობით, მწერალი, სავარაუდოდ, კისრის არეში დაჭრეს მაშინ, როდესაც საჯარო ლექციის კითხვა უნდა დაეწყო.

გამოცემის რეპორტიორმა შენიშნა, როგორ ავიდა სცენაზე თავდამსხმელი მწერლის წარდგენისას და სალმან რუშდის 10-15-ჯერ დაარტყა. 75 წლის მწერალი იატაკზე დავარდა ან დააგდეს, თავდამსხმელი კი დააკავეს.

რუშდი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, უცნობია, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მწერალი აქამდე არაერთხელ გამხდარა მუქარის მსხვერპლი.