მწერალი ზაზა კოშკაძე საერთაშორისო ფესტივალში, „ნეკრონომიკონში“ მიიღებს მონაწილეობას

პუბლიკა

ქართველი მწერალი ზაზა კოშკაძე ჟანრული ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალში, „ნეკრონომიკონში“ მიიღებს მონაწილეობას.

ნეკრონომიკონი Weird Fiction-ის ჟანრზე ორიენტირებული საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც ამ ჟანრში მოღვაწე ავტორებს, არტისტებს, გამომცემლებს, ვიდეო თამაშების შემქმნელებს და მკითხველებს აერთიანებს.

როგორც ზაზა კოშკაძემ „პუბლიკას“ უთხრა, ფესტივალი ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტის შემოქმედებით არის შთაგონებული, რომელიც ე.წ უცნაური პროზის (Weird Fiction) ფუძემდებლად ითვლება და ღონისძიებაც სწორედ ამ ავტორის მშობლიურ ქალაქ პროვიდენსში 15-18 აგვისტოს გაიმართება. ხოლო თავად სახელი „ნეკრონომიკონი“ ლავკრაფრტის მიერ მოგონილი არარსებული გრიმუარების წიგნის სახელიდან მომდინარეობს.

პროგრამის მონაწილეთა სია ფესტივალის ვებგვერდზე რამდენიმე დღეში დაიდება, ზაზა კოშკაძე კი ერთ-ერთ საჯარო დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.