მწერალი ზურაბ ქარუმიძე გარდაიცვალა

პუბლიკა

ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მწერლის ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ.

ზურაბ ქარუმიძე არის რამდენიმე წიგნის ავტორი. მის ცნობილი რომანებია: „მელია-ტულეფია Fox-Trot“, „ჯაზის ყვავილობა“, „Untergang: მოგზაურობა ევროპაში” და სხვა. მისი წიგნები არაერთგზის იყო წარდგენილი პრემია „საბას“ საუკეთესო რომანის კატეგორიაში. 2010 წელს კი პრემია „საბა“ მიიღო წიგნისთვის „ჯაზის ცხოვრება“ საუკეთესო დოკუმენტური პროზის კატეგორიაში.

ზურაბ ქარუმიძე წლების განმავლობაში მუშაობდა XX საუკუნის ლიტერატურის კვლევის ცენტრში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1994-5 წლებში კი იგი იყო ფულბრაითის მოწვეული მკვლევარი, უისკონსინ-მილვოქის უნივერსიტეტში, სადაც იგი პოსტმოდერნულ ამერიკულ მეტაპროზას სწავლობდა.