მწერალთა სახლი საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსს აცხადებს.
„ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ მივიღეთ ეკოლოგიური კატასტროფები, კოსმოსში მოგზაურობის პარალელურად – პანდემიები, კულტურის განვითარების საპირწონედ კი – ტერაქტები და ომები.
ბევრი რამ, რაც მეოცე საუკუნეში ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში სინამდვილედ იქცა და დიდი სისწრაფით განვითარდა. ვირტუალური და რეალური სამყარო ერთმანეთს ისე გადაეჯაჭვა, რომ ზოგჯერ მათ შორის ზღვარის გავლება ჭირს.
დღეს ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ რეალობაში, რომელიც თითქოს იმიტირებს ლიტერატურას და ხელოვნებას. იზოლაციაში მყოფები ვპოულობთ მსგავსებას ამჟამინდელ ვითარებასა და სხვადასხვა ნაცნობ მხატვრულ სიუჟეტს შორის. სიფრთხილის ზომები და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა „შინაპატიმრობაში“ დარჩენას გვაიძულებს. ლიტერატურა კი იზოლაციაში დროის სასიამოვნოდ გატარებასა და შემეცნებაში გვეხმარება“, – წერია მწერალთა სახლის განცხადებაში.
საკონკურსო ნაწარმოების თემა შეიძლება იყოს სამყაროს ხვალინდელი დღე, პლანეტისა და კაცობრიობის მომავალი.
კონკურსის პირობებსა და საპრიზო ფონდს გაეცანით ბმულზე.