ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები პოეტ გენრი დოლიძის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ. ისინი სამართალდამცავ უწყებებს საქმის უსწრაფესი გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
გენრი დოლიძე აცხადებს, რომ 31 ივლისს ბათუმში აქციაზე დაკავებისას მას პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა.
„პოეტი გენრი დოლიძე მოძალადე პოლიციური სისტემის კიდევ ერთი მსხვერპლია. ის დააკავეს მაშინ, როცა ოკუპაციის კანონდამრღვევი რუსი ტურისტებით სავსე გემის ბათუმში შემოსვლას აპროტესტებდა.
პოლიციამ უკვე არაერთხელ აირჩია ქართველი მწერლების მიმართ სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფორმები. ამ შემთხვევაში, როგორ ჩანს, პოლიციელები განსაკუთრებით გააღიზიანა გენრი დოლიძის ბოლოდროინდელმა სამოქალაქო აქტივობამაც.
ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები ვგმობთ გენრი დოლიძის სასტიკად ცემის ფაქტს (რამდენიმე სახის დაზიანება უკვე ექსპერტიზის მიერაა დადასტურებული) და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უსწრაფესად გამოიძიოს ეს საქმე და მკაცრად დასაჯოს მოძალადეები”, – ნათქვამია განცხადებაში.
გენრი დოლიძე, რომელიც ბათუმში პარტია „დროას” ორგანიზაციის თავმჯდომარეა, ამბობს, რომ დაკავებისას პოლიციელებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც მან „tv პირველის“ ეთერში განაცხადა, მასზე ფიზიკურად იძალადა პოლიციის მაღალჩინოსანმა ირაკლი დგებუაძემ. დოლიძე ჰყვება, რომ პოლიციელებმა მას ხელბორკილები დაადეს და „წიხლებით სცემეს“, რა დროსაც, მისივე თქმით, ადგილზე მივიდა ბათუმის სამმართველოს უფროსი, ირაკლი დგებუაძე, რომელმაც ამოიცნო გენრი დოლიძე და როდესაც დარწმუნდა მის ვინაობაში, „დედა შეაგინა და თვალის არეში წიხლი ჩაარტყა“.
„აკავებდნენ ერთ-ერთ აქტივისტს, რომელსაც მე ვიცნობ, ასაკიანი ადამიანია, არის აფხაზეთის ომის ვეტერანი და დევნილი… ვიყვირე, ავწიე ხელები, რომ აფხაზეთის ომის ვეტერანს რუსების გამო როგორ აკავებთ-მეთქი. ხალხზე იმოქმედა ამ ჩემმა სიტყვამ, მართლა ეძგერა ხალხი და არ დაუთმეს ეს ვეტერანი… და როდესაც პოლიციას მოუწია მისი დათმობა, მე ჩამავლეს ხელი. შენ ხომ არ ხარ ვეტერანიო და პირდაპირ წამოვიდა გინება დედის მიმართულებით. გამიყვანეს კორდონს მიღმა, შემომარტყეს ალყა, გამიკეთეს ხელბორკილები, წიხლები დამაჭირეს სახეზე. მოვიდა ამ დროს ირაკლი დგებუაძე, რომელმაც, რა თქმა უნდა, იმ მომენტში ვერ მიცნო, იმიტომ, რომ სხვა დაკავებაზე იყო გადართული და ეს რომელიაო, იკითხა, ამაწევინეს თავი და როდესაც მოახერხა ჩემი, როგორც პოლიტიკოსის „დროას“ წარმომადგენლის იდენტიფიცირება, შემაგინა, წაქცეულ დაწოლილს, ხელებზე ბორკილებდადებულ, მიწაზე გართხმულ ადამიანს, რომელსაც ათი პოლიციელის ფეხი მეჭირა… და როცა მიცნო, შემაგინა და თვალის არეში მომიქნია ფეხი, ჩამარტყა, იძალადა ფიზიკურად ჩემზე…“, – ამბობს დოლიძე.
განცხადებას ხელს აწერენ:
- არჩილ ქიქოძე
- ეკატერინე ტოგონიძე
- გვანცა ჯობავა
- ნესტან ნენე კვინიკაძე
- ალექსანდრე ლორთქიფანიძე
- თამთა მელაშვილი
- ბათუ დანელია
- ანი კოპალიანი
- ნუკრი ბერეთელი
- ზაალ ანდრონიკაშვილი
- გაგა ნახუცრიშვილი
- ბექა ქურხული
- იაკი კაბე (ირაკლი კაკაბაძე)
- მაია ცირამუა
- ბუბა კუდავა
- თინა მამულაშვილი
- პაატა შამუგია
- ინა არჩუაშვილი
- ნატო ინგოროყვა
- რუსუდან რუხაძე
- რატი მუჯირი
- ლელა კოდალაშვილი
- თეონა დოლანჯაშვილი
- ბელა ჩეკურიშვილი
- ლანა კალანდია
- ნათია მიქელაძე
- მაშო სამადაშვილი
- კატო ჯავახიშვილი
- დოდო ყვავილაშვილი
- ზვიად კვარაცხელია
- მაია კუდავა
- ნინო სურამელაშვილი
- მანანა მათიაშვილი
- კოკა ქამუშაძე
- მაია ალუდაური
- ზურაბ პაპიაშვილი
- მერაბ ფიფია
- ნათია გიორგაძე
- ნიკა ჩერქეზიშვილი
- ქეთი ქანთარია
- ნინია ნადირაძე
- მარი ბექაური
- ირაკლი ლომოური
- მარიამ კიკაჩეიშვილი
- ნიკოლოზ აგლაძე
- ელენე ჯაფარიძე
- დალილა გოგია
- ნუკა ღამბაშიძე
- მარინა ცხადაია
- დარეჯან კიკოლიაშვილი
- მარინა თექთუმანიძე
- მედეა იმერლიშვილი
- ლექსო ქურხული
- ლია ვიტეკი
- ია ჯინჭარაძე
- ირაკლი შამათავა
- ჯაბა გორგილაძე
- ბელა ქებურია
- ნათია ორმოცაძე
- ლელა კურტანიძე
- მიხეილ ციხელაშვილი
- ნანა აკობიძე
- ნატო გორდელაძე
- ლიკა ჭელიძე
- მაკო ჯაოშვილი
- ესმა მანია
- ბადრი თევზაძე
- პაატა აბაშიძე
- ქალთამზე ანა სურმანიძე
- მაია მიქაია
- საბა ოკუჯავა
- თორნიკე სიბაშვილი
- რეზო გეთიაშვილი
- გიო ლომიძე