„მწვანე სკოლის“ საქმეზე პოლიციის 2 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის “მწვანე სკოლაში” მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს.

უწყების ცნობით, უფლებამოსილება სამართალდამცველებს მათივე ინიციატივით შეუჩერდათ.

საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს.

შსს-ში ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები.


ექიმების ცნობით, 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ექიმის ცნობით, არასრულწლოვანი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

10 დეკემბერს დიღმის პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა 15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და მეცხრე სართულიდან გადმოხტა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.