2022 წლის 27 ნოემბერს, „მწვანეები” პოლიტიკურ პარტიას აფუძნებენ.
„ვიქნებით ქვეყანაში პირველი მემარცხენე-ცენტრისტი, ქვიარ და ფემინისტური პარტია.
ვქმნით თანაწორობის იდეებზე დაფუძნებულ ახალ, დემოკრატიულ მოძრაობას — პროგრესული ცვლილებებისთვის.
ევროპის წამყვანი ქვეყნების მსგავსად, გვინდა, საქართველო ვაქციოთ ეკოლოგიურ, სოციალურ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც თანაბრად ფუნქციური და სასარგებლო იქნება ყველასთვის, და არა — პრივილეგირებული ერთეულებისთვის. ამის წარმატებული მაგალითი ევროპის არაერთ ქვეყანაში უკვე შექმნეს მწვანე პოლიტიკურმა მოძრაობებმა და ჩვენი ბრძოლა, ახლა უკვე აქტივიზმიდან – პოლიტიკაში, ამავე მიზნისკენ იქნება მიმართული!
სწორედ ამიტომ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “მწვანეების” მონაწილეობა, ეკოლოგიურად მდგრადი და სოციალურად სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისკენ გადადგმული აუცილებელი ნაბიჯია“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პარტიის მიზანია გააძლიერონ მხარდაჭერა პროგრესული სოციალური მოძრაობებისთვის.