მწვერვალ შხელდაზე დაიღუპა მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი

პუბლიკა

მწვერვალ შხელდაზე მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, მეხი დაეცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  მთამსვლელის ცხედრის ძებნის სამუშაოები გრძელდება.

11 აგვისტოს შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობით, მაშველებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი  სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში  უვნებლად გადმოიყვანეს, მეოთხე პირს კი ეძებდნენ.

„მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს“, – განაცხადა შსს-მ.