სვანეთში, მწვერვალ უშბაზე, ორ უცხოელ ალპინისტს ეძებენ. ისინი, სავარაუდოდ, მოლდოვის მოქალაქეები არიან. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პუბლიკას“ დაუდასტურეს და უწყებაში განაცხადეს, რომ სამძებრო-სამუშაო ღონისძიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
არაოფიციალური ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დაკარგულ ალპინისტებს უკვე რამდენიმე დღეა ეძებენ.