მან თქვა, რომ საქართველოს აქვს წინსვლა სხვადასხვა მიმართულებებით და ევროკავშირში გაწევრიანება არის ქვეყნის სამიზნე ორიენტირი.
„მოგეხსენებათ, რომ გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის დიდი მიზანი. კარგად მოგეხსენებათ, რომ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, ამით დადასტურდა, რომ ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში.
ჩვენ მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ამ მიზნით და მიმართულებით მივდივართ და ყველა, თორმეტივე რეკომენდაციას ვახორციელებთ იმისათვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მთავრობა ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს და მათი ხედვა ასახულია დინამიკურ ქმედებაში.