ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღესდღეობით ქვეყანაში პირბადის გამოყენების მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ია. თუკი მოსახლეობა ამ მაჩვენებელს 30%-ით მაინც გააუმჯობესებს, ეს მოგვცემს მნიშვნელოვან ცვლილებას, ახალი შემთხვევების გავრცელების თვალსაზრისით.
„ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტი ასევე მიუთითებს იმას, რომ სურათი მნიშვნელოვნად იცვლება თუ ჩვენ მივაღწევთ ნიღბების გამოყენებას 95% შემთხვევებში, ამდენად, ყველაზე ქმედითი და ეფექტური საშუალბა რაც პრევენციის მიზნით შესაძლებელია რომ გამოყენებული იქნას, ეს არის პირბადის გამოყენება, როგორც გარე სივრცეში, ასევე დახურულ სივრცეში.
ჩვენი ძალიან მყარი რეკომენდაცია არის, რომ ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს პირბადის გამოყენებას, მიუხედავად იმისა ვინმე ამ პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით შენიშვნას მისცემს თუ არა, დააჯარიმებს თუ არა და ა.შ. მთავარია აღსრულდეს ეს წესი, ჩვენ თუ პირბადის გამოყენებას გავაუმჯობესებთ, დღეს ვართ დაახლოებით 50%-იან ნიშნულზე, თუ გავაუმჯობესებთ თუნდაც 30%-ით მნიშვნელოვანი ცვილება იქნება როგორც ინფიცირების შემთხვევების გავრცელებაში, ასევე სიკვდილობის მაჩვენებელი პირდაპირ უკავშირდება ინფიცირების შემთხვევებს“,- განაცხადა გაბუნიამ.