მზად ვარ, ნებისმიერ დროს ვეახლო პარლამენტს - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის და მთავრობის ყველა წევრი მზად არიან, ნებისმიერ დროს მივიდნენ პარლამენტში და გააცნონ ანგარიში, როგორ მართავდა ქვეყანას მთავრობა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში.

„მე მესმის და მსმენია, რომ საზოგადოებაში დაგროვდა კითხვები, საინტერესო კითხვები, მათ შორის, და ობიექტური კითხვები, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მინდა განვაცხადო მზაობა როგორც პირადად ჩემი, ასევე მთავრობის თითოეული წევრის.  ნებისმიერი სახით, პარლამენტშიც, მათ შორის.

მთავრობა და მეც მზად ვართ, ნებისმიერ დროს, როცა პარლამენტი საჭიროდ  ჩათვლის,  ვეახლოთ პარლამენტს და წარვუდგინოთ ის ანგარიში, დეტალური ანგარიში, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის პირობებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.