მზად ვართ დავეხმაროთ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ხანძრის ჩაქრობაში - მინისტრი

პუბლიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა დაეხმაროს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ხანძრის კერების ჩაქრობაში.

„პირველ რიგში, საქართველოს მთავრობის სახელით მინდა გამოვთქვა წუხილი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ბოლო დღეებში შექმნილი ხანძრების გამო, რამაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას და გარემოს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ ეცნობა დე ფაქტო ხელისუფლებას ჩვენი სრული მზადყოფნის თაობაზე დავხმარებოდით ხანძრის კერების ლიკვიდაციაში.

5 იანვრის დილიდან ჩვენ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო  სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით, ამასთან ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის გაგრაში ანალოგიურად, ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ სრული მზაობა დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის ხანძრის ვერტმფრენით ჩაქრობის ხელშეწყობის მიზნით.

ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით დე ფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენ ხელთ არსებული ყველა არხის და მექანიზმის გამოყენებით ინტენსიურ კომუნიკაციაზე და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში, “- განაცხადა თეა ახვედიანმა.