„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ლიეტუვის პარლამენტარისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მზად არის შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის.
„ჩვენ, ოპოზიცია და ოპოზიციის სახელით თამამად შემიძლია გითხრათ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროცესის დეესკალაციას შევუწყოთ ხელი, მზად ვართ დიალოგისთვის და ჩვენი პარტნიორების, ლიეტუვას ჩართულობით და არამხოლოდ ლიეტუვას ჩართულობით, იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაში მაინც, ხელისუფლება რეალობას ადეკვატურად შეაფასებს. რაც მთავარია, ოპოზიციას როგორც ჰქონდა სურვილი, რომ ვითარება აქამდე არ მისულიყო, ისეთივე მოწადინებულია დიალოგისთვის, ოღონდ დიალოგი შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს და არა დიალოგი დიალოგისთვის“, – განაცხადა მელიამ.
ჟიგიმანტას პავილიონისმა კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის დიალოგის მომხრეა და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეები დიალოგს დაეთმობა და არა დეესკალაციას.