მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას - დეგნანი

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანიც მივიდა.

დღეს ოპოზოციური პარტიის ლიდერები ცალ-ცალკე შეხვედრას მართავენ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან. შეხვედრიდან გამოსული ლიდერები საუბრის დეტალებზე განცხადებას არ აკეთებენ.

შეხვედრაზე შესვლამდე კელი დეგნანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოზიტიური ნიშანია, რომ პარტიები გამოსავლის პოვნას ცდილობენ.

„მნიშვნელოვანია, როცა ისინი თანხმდებიან, რომ ეს არ არის აშშ-ის ან ევროკავშირის გადასაწყვეტი საკითხი, ეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ხვალ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. ოპოზიციური პარტიები ქვეყანაში 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და მანდატებზე უარს აცხადებენ. მათი მოთხოვნაა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.