მზად ვართ, ყველა ჩვენს ხელთ არსებული მეთოდებით, წინ აღვუდგეთ უსამართლობას - ჩალაძე

პუბლიკა

„მელიას საქმე არის საქართველოს ღირსების საქმე. დღეს გავრილოვი ასამართლებს საქართველოს მომავალსა და ღირსებას მელიას სახით”, – ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ჩალაძემ პარტიის ოფისში გააკეთა.

„თუ მელიას დაკავება გამოიწვევს საქართველოს საბჭოთა ორბიტაზე დაბრუნებას და ეს ამას იწვევს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ… ჩვენი პასუხი უკანონო მორჩილებაზე იქნება ის, რასაც ჰქვია სამართლის დაცვა. ეს სამართლის დაცვა არის მშვიდობიანი, ჩვენ მზად ვართ, ყველა ჩვენს ხელთ არსებული მეთოდებით, წინ აღვუდგეთ უსამართლობას”, – განაცხადა მან.

შეკითვაზე, გამორიცხავთ თუ არა ფიზიკურ დაპირისპირებას, ჩალაძე პასუხობს:

„ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ, როცა ხელისუფლებაში გვყავს გავრილოვების კასტა, როცა ინსტრუქციებს „ქართული ოცნება” იღებს რუსეთიდან, რასაც ყველა შევესწარით და ყველამ დავინახეთ. გამორიცხული არაფერია, დაწყებული პროვოკაციებიდან, რომლის მოწყობაც შესაძლებალია „ქართული ოცნებიდან” მოდიოდეს..”, – აღნიშნა მან.


88 მომხრე, 2 წინააღმდეგი – პარლამენტმა ნიკა მელიასთავის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.