„მზეჭაბუკის" ძეგლის მოსაწყობად ქუთაისის მერია 100 000 ლარამდე ტენდერს აცხადებს

პუბლიკა

ქუთაისის მერია 9 აპრილის ქუჩაზე „მზეჭაბუკის” ძეგლის მოწყობისთვის ტენდერს აცხადებს. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 98 699 ლარია.

მომსახურება მოიცავს მიწისა და სამონტაჟო სამუშაოებს – საძირკვლის მომზადებას, პედესტალის მოწყობას, უშუალოდ ძეგლის პირვანდელი იერის დაბრუნებას, ტრანსპორიტრებასა და ა.შ.

„მზეჭაბუკი“, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის ავტორობით შესრულებული „დიდების მემორიალის” ნაწილი იყო, მონუმენტის აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე აიღეს. დემონტაჟის მიზნით „დიდების მემორიალი” 2009 წლის 19 დეკემბერს ააფეთქეს. აფეთქებას ორი ადამიანი შეეწირა. უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს.