კომუნა „მზესუმზირა“ განცხადებას ავრცელებს მას შემდეგ, რაც პარასკევს, 9 სექტემბერს გამართული ღონისძიების მონაწილეებმა Facebook-ზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ივენთზე მყოფ არაერთი ადამიანი გაქურდეს.
„მზესუმზირა“ აცხადებს, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად უსაფრთხოების ზომები გაამკაცროს.
„ამჯერად გვინდა თქვენი ყურადღება, ერთ უსიამოვნო ფაქტზე შევაჩეროთ, რომელიც ივენთის მიმდინარეობისას დაფიქსირდა, როცა ტერიტორიაზე შემოსულმა გარკვეულმა ჯგუფმა მოახერხა და პირადი ნივთები მოპარა გასართობად ამოსულ სტუმრებს. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ბოლო დროს მომრავლდა – სხვადასხვა მუსიკალურ ლოკაციაზე ადამიანები მსგავს პრობლემას აწყდებიან ხოლმე, თუმცა ჩვენ გვინდა ამ შემთხვევაში ჩვენს პასუხიმგებლობაზე და დამოკიდებულებაზე ვისუაბროთ:
მოგეხსენებათ, ფესტივალის ლოკაციის სპეფიციკურობიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია მისი დაცვა, რადგან ის უშუალოდ ხეებით დაფარულ სივრცეშია განლაგებული.
მიუხედავად ამისა ჩვენ ყოველ ივენთზე ძალას არ ვიშურებთ რომ ივენთზე მალულად შემოსვლა ვერავინ მოახერხოს. ამ ღონისძიებაზეც მაქსიმალურად ვეცადეთ გაგვემაგრებინა პერიმეტრი, რაც როგორც დაცვის პერსონალის ივენთის მსვლელობისას დამატებაში, ასევე სტაფის პირადი შემადგენლობით პერიმეტრზე პატრულირებაში გამოიხატებოდა“, – აცხადებს „მზესუმზირა“.
საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებით, სამწუხაროდ, გარკვეულმა ჯგუფმა მაინც მოახრეხა ივენთზე შევლა და ზემოთ აღნიშნული ფაქტებიც ამიტომ მოხდა. „მზესუმზირა“ აცხადებს, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
„მზესუმზირას მთელი შემადგენლობა ძალიან შეშფოთებულია მომხდარი ინციდენტების გამო და აპირებს რომ ყველა ზომას მიმართოს, რათა ფეტსივალის ტერიტორიაზე ამოსულ ადამიანებს ჰქონდეთ სიმშვიდის და უსაფრთხოების განცდა.
უძვირფასესი 8 წელი, იმისთვის არ გვიშრომია რომ უდიდესი ძალისხმევით ნაშენებ უსაფრთხო სივრცეს პარაზიტებმა შეუქმნან საფრთხე. ჩვენ ბუნებრივია სრულად ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან და ამას გარდა გავაძლიერებთ საკუთარ ძალისხმევას შემდეგ ივენთებზე, რათა დაცვის სამსახურის და სხვა საშუალებების გაზრდის და მობილიზების გზით, სრულად აღვკვეთოთ შესაძლო მსგავსი ფაქტები. კომუნა მზესუმზირა გულწრფელ ბოდიშს უხდის ყველა დაზარალებულს, ვისი პირადი ნივთების უსაფრთხოებაც ვერ იქნა დაცული და სრულად იზიარებს საკუთარ როლს პრობლემის აღმოფხვრის პროცესში“, – აცხადებს „მზესუმზირა“.