„ოჯახი ყველას გვყავს. რას ამბობთ, თურმე, ძნელია, ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?” – ამბობს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი ჟურნალისტებთან.
„TV პირველი“ და „მთავარი არხი“ ჩემს მოხუც მშობლებთან, ჩემს არასრულწლოვან ძმისშვილებთან მოტყუებით მიკროფონით არის შევარდნილი სახლებში. თუ ნიკა გვარამიას ჰყავს ოჯახი, სხვებსაც გვყავს და დაიცავით სტანდარტები… ყველას ოჯახში ხართ შევარდნილი ბავშვების თანდასწრებით და ნიანგის ცრემლებს ნიკა გვარამიას ოჯახზე არ გადმოვყრი“, – ამბობს ის.
თეა წულუკიანს „მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა:
„ჩემი ცოლი, ჯერ ერთი, რომ ჩემთვის ნამდვილად მზეთუნახავია. მაგრამ ამისთვის რომ უკანონო თვალთვალი და პირადი ხელშეუხებლობა გარეგნული კრიტერიუმებით იზომება, აბა ეს საერთოდ სახლიდან როგორ გამოდის და ქუჩაში თავს როგორ არ უჭეჭყავენ? ეს ნახევრად ხუმრობით და სერიოზულად – ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე, თან ასე საჯაროდ არავის გამოუთქვამს ჯერ”, – წერს გვარამია.