„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტია
სახაროვის პრემიაზე მზია ამაღლობელი ევროპარლამენტარებმა წარადგინეს.
ფინალისტები ასევე არიან:
- მზია ამაღლობელი, საქართველო;
- ბუდაპეშტის პრაიდი, უნგრეთი;
- კონფლიქტის ზონებში მომუშავე ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები [პალესტინის პრესის ასოციაცია, პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება (PRCS) და გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო (UNRWA), პალესტინა;
- ჟურნალისტები პალესტინაში – ჰამზა ალ დადუ, პლესტია ალ აქადი, შირინ აბუ აკლეჰი, რაშდი სარაჯი;
- ბუალემ სანსალი, ალჟირი;
- ჩარლი კირკი, ამერიკის შეერთებული შტატები;
- ანდჟეი პოცობუტი, ბელარუსი;
- სერბი სტუდენტები, სერბეთი.
16 ოქტომბერს ცნობილი გახდება სახაროვის პრემიის სამი ფინალისტის ვინაობა, ხოლო 2025 წლის დეკემბერში, სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცნობილი გახდება, ვინ გახდება პრემიის გამარჯვებული.
სახაროვის პრემიას 1988 წლიდან ყოველწლიურად გადასცემს ევროპარლამენტი. პრემია დაარსდა საბჭოთა ფიზიკოსისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად და განკუთვნილია იმ ადამიანებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც გამორჩეულად იბრძვიან: აზრის, გამოხატვისა და ადამიანთა უფლებების თავისუფლებისთვის; დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის, მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.