მზია ამაღლობელის სააპელაციო საქმის ერთ-ერთი მოსამართლე 9 წელი რუსეთის შსს-ში მუშაობდა

პუბლიკა

მზია ამაღლობელის სააპელაციო საქმის განმხილველმა ერთ-ერთმა მოსამართლემ, მარინა სირაძემ იურიდიული განათლება რუსეთში მიიღო და დაახლოებით 9 წლის განმავლობაში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის თანახმად, მან 1992 წელს დაამთავრა კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

მანამდე, 1982-1991 წლებში მარინა სირაძე მუშაობდა კრასნოიარსკის შს სამხარეო სამმართველოს საინფორმაციო განყოფილებაში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.

1992-1999 წლებში მარინა სირაძე იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი.

1999-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2005-2009 წლებში – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2009-2012 წლებში იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილების ახორციელებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

2012 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

მზია ამაღლობელის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი, ხოლო კოლეგიაში შედიან მოსამართლეები – მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.