მზია ამაღლობელის სტენსილის გამო აქტივისტი თამარ კურატიშვილი 2000 ლარით დააჯარიმეს

პუბლიკა

მზია ამაღლობელის სტენსილის გამო აქტივისტი თამარ კურატიშვილი მოსამართლე მარიანა ფომაევამ 2000 ლარით დააჯარიმა.

თამარ კურატიშვილმა სტენსილი „სილა რეჟიმს” აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელ ჭიშკარზე 6 აგვისტოს საღამოს გააკეთა – ამ დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შსს-მ სტენსილის ავტორი გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან გაარკვია.

„მზიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ გავაკეთე მზიას სტენსილი წარწერით „სილა რეჟიმს” იმ განყოფილების თაღებზე, სადაც მზია ამაღლობელი დააკავეს. რომ კითხოთ, ამ განყოფილებას გარე კამერები არ აქვს – ასე უპასუხეს მზიას, როცა ვიდეოჩანაწერები მოითხოვა. ჩემ შემთხვევაში კი მტკიცებულებად წარმოდგენილია ვიდეომასალა”. – დაწერ თაკო კურატიშვილმა „ფეისბუქზე” გუშინ, 19 აგვსტოს.