N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები სკოლის შენობის აღდგენას ითხოვენ 

პუბლიკა

ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები სკოლის აღდგენას ითხოვენ.

სკოლა 5 წლის წინ, 2019 წელს, შენობის რემონტის საბაბით დაანგრიეს, თუმცა, ამ დრომდე არ აუშენებიათ.

მოსწავლეები სხვა სკოლებში არიან განაწილებულები.

მათ დღეს საპროტესტო აქციაც მოაწყვეს. გადაკეტეს სამანქანო გზა.

„შეხიზნულები არიან სხვა სკოლაში, სადაც არ აქვთ სპორტის გაკვეთილის ჩატარების საშუალება, არ აქვთ ბუფეტი და საპირფარეშო”. – თქვა ერთ-ერთმა მშობელმა.

„არ ვიცით, აშენდება თუ არა. პასუხი არ გვაქვს არც განათლების სამინისტროდან, არც სკოლის დირექციიდან, არც სამშენებლო კომპანიიდან”. – თქვა სხვამ.

ადგილზე მივიდა განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.

მან შეკრებილებს უთხრა, რომ ტენდერი 2023 წელს გამოცხადდა. ახლა კი „ზუსტ დროს ვერ იტყვის, მაგრამ ელოდებიან ნებართვას”.

N10 საჯარო სკოლა ერთადერთი არ არის, რომლის შენობაც რემონტის მიზნით დანგრიეს, თუმცა, აღარ აუშენებიათ.

მშობლები და მოსწავლეები საპროტესტო აქციას ხვალ, 8 ოქტომბერს ისევ გეგმავენ, გამართონ საპროტესტო აქცია.