სპეციალური პენიტეციური სამსახურის ინფორმაციით, 25 მარტს N5 ქალთა დაწესებულებაში 2 ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა.
უწყების ცნობითვე, ინფიცირებული პირების მდგომარეობა სტაბილურია – ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.
„ორივე ბრალდებულს უშუალო შეხება ჰქონდა ამავე დაწესებულების ექთანთან, რომელსაც 20 მარტს დაუდასტურდა ვირუსი. რაც შეეხება ინფიცირებული პირების კონტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება PCR ტესტებით და ყველა პასუხი უარყოფითია. მიუხედავად ამისა, ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან იზოლაციაში, დაწესებულებაში არსებულ საკარანტინო სივრცეში, რომელსაც ორი კვირის შემდეგ, განმეორებითი PCR ტესტირების შედეგად დატოვებენ“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.