„ნაცებმა“ თავიანთი ასკაციანი არმია გაშალეს. წინასაარჩევნო მასკარადი აქვთ - ზარქუა

პუბლიკა

„ნაცებმა“ თავიანთი ასკაციანი არმია გაშალეს… წინასაარჩევნო მასკარადი აქვთ  – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოში სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

„ნაცებმა“ გაშალეს თავის ასკაციანი არმია, ფლანგები, ფრონტის ხაზი და სხვათაშორის მგონი, „ხაბე მხარმოკლე “ დაწინაურდა, რადგან უფრო მეტი ჰყავს მხარდამჭერი თუ არ ვცდები, 17 -ით მეტი შეხვდა მას. რეალურად, ჩვეულებრივი მასკარადი აქვთ, წინასაარჩევნო მასკარადი, სულ არ აინტერესებთ ის, ვისაც აქციას უძღვნიან. მათი ერთადერთი ამოსავალი არის, რომ ყველანაირი მეთოდით მოაწყონ თავიანთ პარტიაში გადატრიალება და თავიანთ პარტიაში მოვიდნენ ხელისუფლებაში, შემდეგ კი იმ “ჯიგარის” ფულები გადაინაწილონ. მათი ინტერესის სფეროა, რომ რამენაირად კეზერაშვილის ფულები მიითვისონ და ამისთვის სჭირდებათ (იბრძვიან), რადგან იმ “ჯიგარმა” ბრძანა, რომ ვინც თავმჯდომარე იქნება, მასთან იქნება ფულები, გაცვლა- გამოცვლები. ამიტომაც იბრძვიან „ხაბე მხარმოკლე“ და მელია სამეგრელოდან. ერთ ადგილას რომ გამართულიყო აქცია, ცხადი არ იქნებოდა, რომელია ლიდერი.

ერთს არ მოუწოდებია, რომ დაემორჩილოს სააკაშვილი ექიმების რჩევებს. ლუქს პალატაშია პატიმარი სააკაშვილი და პრეტენზიები რას უკავშირდება ვერ ვხვდები,“- განაცხადა ზარქუამ.

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მოქალაქეები საქართველოში, რამდენიმე ქალაქში შეიკრიბებიან. აქცია დაგეგმილია: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში,  რუსთავში, გორში, ზუგდიდში, ჭორვილასა და ურეკში.