„ნაციონალური მოძრაობა" 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობა” 19 აპრილის, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს.

ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

სპეციალურ მიმართვაში მელია ამბობს, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, არ მისცემენ უფლებას „ქართულ ოცნებას”, გაექცნენ ვალდებულებას, 43%-იან ზღვარის გადაულახავობის შემთხვევაში დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.