პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის კვლევაც ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნომერ პირველი ევროპული პარტია საქართველოში.
„კიდევ ერთხელ ვთავაზობ დასავალურ ოპოზიციურ პარტიებს საერთო სტრატეგიას და არა ვინმესთან გაერთიანებას, რადგან ეს კვლევაც ჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ არავისთან გაერთიანება არ სჭირდება, ჩვენ ჩვენი ელექტორატი გვყავს, მეტიც, არის მზარდი, ამაზე ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გვქონდეს საერთო გეგმა, სტრატეგია და საერთო ჯამში მისმა აღმატებულებამ, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს როგორი კოალიციური მთავრობა უნდა შემდეგ ხელისუფლებაში, “- თქვა მან.
ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გუშინ გამოქვეყნდა. პასუხები კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება: ქართული ოცნება – 37%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 25%; საქართველოსთვის – 6%; ლეიბორისტული პარტია – 5% ლელო – 4%;