„ნაციონალური მოძრაობის" არცერთ ლიდერს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია - ბეჟაშვილი ბოკერიას

პუბლიკა

„ამომრჩეველს აბნევს და გაურკვევლოვას იწვევს ეს განცხადება, იმიტომ რომ „ნაციონალური მოძრაობის” არცერთ ლიდერს არც საჯაროდ და არც პრივატულად არ გაუკეთებია მსგავსი განცხადება”, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას საერთო მაჟორიტარებზე.

„პირიქით, ჩვენ ბოლომდე გვაქვს იმედი, რომ მოხდება შეთანხმება, განსაკუთრებით თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე და ოპოზიციური პარტიები შევძლებთ, ერთიანი ფორმატით შევუტიოთ „ქართულ ოცნებას”. იმიტომ, რომ დღეს დაკვეთა ამომრჩევლისგან არის ერთიანობა”, – განაცხადა ბეჟაშვიულმა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, სრული უპასუხისმგებლობა იქნება, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია რაიმე მოტივით არ გაიზიარებს მიდგომას საერთო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით.

„ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“, მათთან დაკავშირებული პირებისგან, რომელთაგანაც აშკარად რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ მიდგომის გადახედვას აქვს ადგილი”, – განაცხადა ბოკერიამ დღეს გამართლ ბრიფინგზე.