„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ესროლეს - ენმ

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე ტელევიზია და პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ოფისს იარაღიდან ესროლეს. რამდენიმე გასროლის კვალი ეტყობა ნიკა მელიას აი ამ ბანერს”, – წერს სალომე სიგუა.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და დეტალების გარკვევას ცდილობს.

ერთ- ერთი თვითმხილველი მედიასთან ამბობს, რომ მან დაინახა მანქანა საიდანაც ისროლეს.

„სახე არ დამინახავს, არ გაჩერებულა მანქანა, ბანერის მისამართით ისროლა რამდენჯერმე, პისტოლეტი დავინახე. დაახლოებით ხუთი გასროლა იყოს, “- ამბობს ის.

ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.