„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ამ წუთებში საქართველოში ლიეტუვის ელჩი მივიდა. მას პარტიის მთავარ ოფისთან ენმ-ის ლიდერები დახვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის ნიკა მელიას შეხვდა.
შესვლამდე ლიეტუვის ელჩმა განაცხადა, რომ ის პარტიის ოფისში სოლიდარობის გამოსახატავად მივიდა.