„ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დიმა ჩიქოვანს თავს დაესხნენ

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დიმა ჩიქოვანს თავს დაესხნენ – TV პირველთან ჩართვაში ჩანს, რომ მას დაზიანებები აქვს სახის არეში.

„კარგად ვარ, მაგრამ ეს არის რეჟიმის დასასრული, ეს არის ბოლო. ვერ შეგვაშინებენ, ეს არის ბოლო. ეს არის წარმოუდგენელი რამ. „ქართული ოცნება” დამთავრდება. რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში ვერ იარსებებს ვერასდროს, რუსული მეთოდით მომუშავე ხალხია და ეს არის მათი დასასრული”, – განაცხადა მან.

ჩიქოვანის ცნობით, მას თავს დაესხნენ მაშინ, როცა სახლთან მარტო იმყოფებოდა.