„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.
ნიკა მელიამ ყრილობის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და მათ სიტყვით მიმართა.
მანამდე შეკრებილებს სიტყვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა.
პარტიის ახალი თავმჯდომარე ელექტორნული კენჭისყრით აირჩიეს. ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 779 შეადგინა. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა).