ნაციზმის დამარცხება 8 მაისს უნდა აღინიშნოს - კანდელაკი

პუბლიკა

„8 მაისი განასახიერებს და არის სიმბოლო იმის, რაც რეალურად მოხდა, რომელიც მოიცავს სამწლიან მოკავშირეობას ჰიტლერსა და სტალინს შორის.“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კანდელაკის განცხადების ბეჭდურ ვერსიას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

კანდელაკის თქმით, 9 მაისი განასახიერებს მეორე მსოფლიო ომის მცდარ, ყალბ ინტერპრეტაციას, რომელიც საფუძველში უდევს პუტინის რეჟიმს დღეს რუსეთის ფედერაციაში.

მისი თქმით, დღეს, როგორც არასდროს აქტუალურია, რომ მეორე მსოფლიო ომის ყალბ ინტერპრეტაციასთან არ აიგივებდეს თავს საქართველო.

„9 მაისი განასახიერებს სიცრუეს თითქოს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1941 წელს, მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წელს, როდესაც ნაცისტური გერმანია და სტალინის საბჭოთა კავშირი ერთამენთს შეეკვრნენ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით და ერთობლივად თავს დაესხნენ პოლონეთს. 1939 წლიდან 1941 წლამდე ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი ანუ ჰიტლერი და სტალინი გამოდიოდნენ მეორე მსოფლიო ომში, როგორც მოკავშირეეები. მაგალითად, როცა საფრანგეთს ებრძოდა ჰიტლერი, მისი მოკავშირე იყო იოსებ სტალინი“, – ამბობს კანდელაკი.

კანდელაკის თქმით, საქართველო ამ თარიღს ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად 8 მაისს უნდა აღნიშნავდეს.

გარდა იმისა რომ კაპიტულაციას ნაცისტურმა გერმანიამ სწორედ 8 მაისს მოაწერა ხელი, მათ შორის 8 მაისი განასახიერებს და არის სიმბოლო იმის, რაც რეალურად მოხდა, რომელიც მოიცავს სამწლიან მოკავშირეობას ჰიტლერსა და სტალინს შორის. არ არის დასამალი, რომ ბოლო წლების განმავლობაში აპელირებს რაღაცნაირად ქართული ოცნების მთავრობა მეორე მსოფლიო ომის რუსულ, ყალბ, პუტინისტურ ინტერპრეტაციაზე, რამდენიმე მონუმენტი აღადგინეს, სადაც 1941 წელი წერია ომის დაწყების თარიღად, ახლა გავიგეთ რომ დედოფლისწყაროშიც ამ მონუმენტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, აუცილებელია პატივის მიგება, რაც ჩვენს საზოგადოებას არ ეშლება ამ ომში დაღუპულთა მიმართ, მაგრამ კონტექსტი ქართული ოცნების ქცევისა ამ წლების მანძილზე იყო სწორედ აპელირება მეორე მსოფლიო ომის რუსულ ყალბ ინტერპრეტაციაზე“, – აცხადებს გიორგი კანდელაკი.