ნაძალადევის რაიონში მშენებლობაზე ერთი მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

პუბლიკა

ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ მშენებლობაზე, სავარაუდოდ, გარე ლიფტი ჩაწყდა, შემთხვევის შედეგად 1 მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. „პუბლიკას“ აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი თქმით, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.