ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია, ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი - პრემიერი

პუბლიკა

„ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გადმოცემული ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ ჩამოვიდა.

„მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკის მთავრობას გადავუხადო მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელიც ამერიკამ გაუწია საქართველოს კოვიდ პანდემიის მართვის დროს და მის შემდეგ და ახლა უკვე კონკრეტული დახმარებისთვის – „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის. ამას გარდა, ჩვენ ერთი მილიონი დოზა „ფაიზერი“ გვაქვს შესყიდული უშუალოდ მომწოდებელთან, „ფაიზერის“ კომპანიისგან ვიყიდეთ ერთი მილიონი დოზა, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა საქართველოში, ამის მოწოდებაც დაიწყო. კიდევ ერთხელ, მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა ჩავერთოთ ამ კამპანიაში და ყველამ ავიცრათ, დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი მეგობრების, მშობლების, ახლობლების, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა.“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.