ნაკრების ექიმი დავით ხარაბაძე „მთავართან“ აცხადებს, რომ ლევან შენგელიას კოჭ-წვივის მცირე მოტეხილობა აქვს. ექიმის თქმით, შენგელია რამდენიმე კვირაში ფორმაში იქნება.
„მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ზუსტად ახლა, თქვენს სტუდიაში რომ მივდიოდი, მომივიდა რენტგენის პასუხი, რომლის თანახმადაც მას აქვს მცირე მოტეხილობა. მაგრამ საგანგაშო მაინც არაფერია, რამდენიმე კვირაში ის მწყობრში იქნება. ევრო 2024-ზე ლევან შენგელია აუცილებლად ითამაშებს.
…გახსოვთ მოხდა შეჯახება, რომლის დროსაც ლევანი და მოწინააღმდეგე ერთად წაიქცნენ და მთელი ტანით დააწვა სახსარს და გამოიწვია დიდი წვივის მედიალური გოჯის მწვერვალის მოტეხილობა“, – განაცხადა ექიმმა.
ექიმის თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას უბრალოდ დაჭიმულობა ჰქონდა, რადგან ფიზიკურად ძალიან დატვირთულია.
26 მარტს თბილისში ერთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა. პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა.