„ნამახვანჰესის“ ისტორია ცოტათი გაზვიადებული დრამაა - თურნავა

პუბლიკა

„მე მაინც იმედიანად ვარ, რომ საბოლოო ჯამში „რიონის ხეობის მცველებთან“ ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, კომპრომისი მოიძებნება“, – ნამახვანჰესის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა გულწრფელი, პატრიოტი ადამიანები არიან, რომლებიც აპროტესტებენ ისე, როგორც მიაჩნიათ სწორად სახელმწიფოსთვის.

„თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გადმოსახედიდან პატრიოტიზმი კიდევ სხვა რამესაც გულისხმობს. თუნდაც შეიძლება დღეს არაპოპულარული გადაწყვეტილებები მივიღოთ, რათა საქართველო იყოს ენერგეტიკულად ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი.

ეკონომიკის მინისტრმა საუბარში „ხუდონჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტი მოიყვანა.

ამასთან, ნათია თურნავას შეფასებით, „ნამახვანჰესის“ ისტორია, დრამა არი ცოტათი გაზვიადებული. მისი თქმით, ხელისუფლებამ ის უნდა გააკეთოს, რაც ქვეყანას წაადგება.

„ნამახვანჰესის“ ისტორია, დრამა არი ცოტათი გაზვიადებული, რადგან პრაქტიკულად დღევანდელი ვითარება მოიტანა 30 წლის განმავლობაში დაგროვილმა მითებმა, პრობლემებმა, როდესაც ენერგეტიკის დარგისა და ქართული ენერგეტიკის მიმართ გარკვეული უნდობლობა გაჩნდა, რაც პარადოქსულია, რადგან ისეთი დარგი, რომლითაც საზრდოობს ქვეყნის ეკონომიკა, ენერგოდამოუკიდებლობა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ, გარკვეული უნდობლობის საგანი გახდა“, – განაცხადა თურნავამ.