ნამახვანჰესის პროექტის ხელშეკრულების ანალიზზე სამინისტროს შეპასუხება მანიპულაციურია - EMC

პუბლიკა

EMC-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხობს. გუშინ სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის მიერ 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებული პუბლიკაცია ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებსაც კი, რადგან ის არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ნამახვანის ჰესის პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სამართლიან და მიუკერძოებელ შეფასებას.

EMC მიიჩნევს, რომ სამინისტროს შეპასუხება მანიპულაციურია, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არ პასუხობს საჯარო დაწესებულების საზოგადოებასთან კომუნიკაციის მინიმალურ სტანდარტებსაც კი.

„წერილობითი პასუხიდან ჩანს, რომ სამინისტრო არ დაყრდნობია EMC-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ კვლევას, რომელიც წარმოადგენს სახელშეკრულებო პირობების სამართლებრივ ანალიზს და რასაც ჩვენს მიერ გავრცელებული შეფასება ეფუძნება.

სამინისტროს გამოხმაურება არ პასუხობს იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რომელიც ჩვენს კვლევაშია წარმოდგენილი და ჩვენ მსჯელობებსა და დასკვნებს ასაბუთებს.

ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის სამინისტრო საჯაროობის ვალდებულებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ამ ფორმით პირველად ეხმაურება ნამახვანჰესის შესახებ 2019 წელს დადებული შეთანხმების პირობებს და მხოლოდ 2 წლის შემდეგ ჩვენს შეფასებაზე პასუხად ცდილობს განმარტოს შეთანხმების ცალკეული ჩანაწერები.

ნიშანდობლივია რომ სამინისტრო არაერთ ნაწილში, მაგალითად დასაქმებასთან მიმართებით, აღიარებს სახელშეკრულებო გარანტიების სისუსტეს, რაც მთელი ამ დროის მანძილზე საზოგადოებას არასწორად მიეწოდებოდა და კომპანია „ენკას” მყარი ვალდებულებების შესახებ მანიპულირებას ისახავდა მიზნად, “- ამბობენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის ვრცელო ამართლებრივი შეფასებას ხელშეკრულებების პირობების შესახებ მოცემულია ბმულზე.

EMC-ში ამბიბენ, რომ სამინისტროს სრულიად დაუსაბუთებელ პასუხს უახლოეს დღეებში წერილობით გამოეხმაურებიან.