ნამახვანჰესის შესახებ გადაცემაში „TV პირველის“ წამყვანებმა ქარტიის პრინციპები დაარღვიეს - ქარტია

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტებმა ეკა მიშველაძემ და ალექსი პეტრიაშვილმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაარღვიეს.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მათ წინააღმდეგ ქარტიას „მწვანე ალტერნატივამ“ მიმართა. სადავო გადაცემა „პოლიტიკური პარასკევი“ ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 21 მაისს გავიდა და ნამახვანჰესის მშენებლობას ეხებოდა.

„განმცხადებლების პოზიციით, სადავო მასალაში გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ცალმხრივად არის წარმოდგენილი“, – აღნიშნავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.