ნანა ექვთიმიშვილის რომანი საერთაშორისო ბუკერის პრემიის გრძელ სიაშია

პუბლიკა

ნანა ექვთიმიშვილის რომანი „მსხლების მინდორი“ საერთაშორისო ბუკერის პრემიის გრძელ სიაში, შერჩეულ 13 ავტორს შორის მოხვდა. მისი სადებიუტო რომანი ჟიურიმ 125 კანდიდატიდან შეარჩია. „მსხლების მინდორი“ ქართულიდან ინგლისურ ენაზე ელიზაბეთ ჰეიუეიმ თარგმნა. რომანი ასევე ნათარგმნია გერმანულ და ჰოლანდიურ ენებზე.

მოკლე სია 22 აპრილს გახდება ცნობილი, 2 ივნისს კი 2021 წლის გამარჯვებული დასახელდება.

საერთაშორისო ბუკერის გრძელ სიაში გასულ წელს ნინო ხარატიშვილის რომანი „მერვე სიცოცხლე“ მოხვდა.


ნანა ექვთიმიშვილს ამ რომანისთვის 2016 წელს გადაეცა პრემია „საბა“ ნომინაციაში წლის დებიუტი, ასევე „ილიაუნის ლიტერატურული პრიზი“ და პრემია „ლიტერა“ წლის საუკეთესო დებიუტისთვის.