ნანა ლემონჯავას მეუღლეს „ოცნებამ" 1200-ლარიანი სამსახური დააწყებინა - ფარულავა

პუბლიკა

„ის, რომ ნანა ლემონჯავა, აღარ იქნება პარტია „საქართველოსთვის” წევრი, კარგია, რადგან ჩვენს პარტიაში მისნაირი ადამიანების ადგილი უბრალოდ არ არის”, – წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატის ნანა ლენომჯავას მიერ პარტიის დატოვების საკითხს პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი გიგა ფარულავა აფასებს. მისი თქმით, ლემონჯავას მეუღლეს „ოცნებამ” სამსახური დააწყებინა.

„პირდაპირ ვამბობთ, რომ ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს და გუნდის წევრებს, არანაირი მატერიალური ფასეულობებით არ ვიჭერთ, ჩვენი პარტია გაერთიანებულია ღირებულებების გარშემო, როგორიცაა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი.

არც 1000-ლარიან და არც 500-ლარიან სამსახურებს ვპირდებით მათი ოჯახის წევრებს, რადგან ვთვლით, რომ გუნდის ასეთი წევრები არ გვჭირდება არც ჩვენ და მით უფრო, არ ჭირდება ქვეყნის მომავალს, სახელმწიფოს!

ამიტომ, ის, რომ ნანა ლემონჯავა, რომლის მეუღლესაც გია ხასაიას ორგანიზაცია „ოცნებამ” 1200-ლარიანი სამსახური დააწყებინა, აღარ იქნება პარტია „საქართველოსთვის” წევრი, კარგია, რადგან ჩვენს პარტიაში მისნაირი ადამიანების ადგილი უბრალოდ არ არის.

ქალბატონმა ნანამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ამბები არ იმალება და საზოგადოება სწორად შეაფასებს მის ამ გადაწყვეტილებას!”, – წერს ფარულავა facebook-ზე.


პარტია „საქართველოსთვის“ წალენჯიხის პარტიული სიის მესამე ნომერი ნანა ლემონჯავა აცხადებს, რომ პარტიას ტოვებს და საკრებულოში საქმიანობას როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ისე გააგრძელებს