ნაპოლეონი ამბობდა: „დიდებისაგან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო” - ილია მეორე

პუბლიკა

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვაზე იქადაგა.

„ლოცვაში „მამაო ჩვენოს“ რომ ვკითხულობთ, იქ არის სიტყვები – „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“. გიფიქრიათ, რატომ ამბობს უფალი, მომეც ჩვენ დღეს? ამბობს იმიტომ, რომ ადამიანის აწმყო, მომავალი და წარსული, ყველაფერი ღვთის ხელშია. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია, ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. ნაპოლეონი ამბობდა: „დიდებისაგან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო” – ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ნაბიჯია დიდსა და მცირეს შორის, კარგსა და ცუდს შორის”, – განაცხადა ილია მეორემ.

 

დააკლიკეთ, გადმოდით პუბლიკის ფეისბუქგვერდზე, მოიწონეთ და გაუზიარეთ მეგობრებს