შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, პოლიციამ გატაცებული გოგონა და მისი სავარაუდო გამტაცებელი იპოვა. ოჯახის წევრების თქმით, 16 წლის გოგონა ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო „პუბლიკასთან“ ამბობს, მათ ადგილსამყოფელს პოლიციამ მიაკვლია. ისინი იმალებოდნენ და ახლა გამოკითხვაზე იმყოფებიან.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.